Saturday, October 14, 2017

დღე IX

ჩემთვის ეს ტრეინინგი იყო ნამდვილად კარგი ,ვისწავლე როგორ შევქმნა სრული და სწორი პროექტი. ვისწავლე როგორ მოვარგო მოსწავლეს პროექტი და ასევე რომ ყველა პროექტი უნდა იყოს კვლევითი და პრობლემაზე ორიენტირებული. ტრეინინგის ცხრავე დღე იყო საინტერესო და შრომატევადი. ბოლოს შევაჯამეთ მთლიან მოდული, ვისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ ჩემი აზრით  ამ პროექტს  აქვს დადებითი მხარე ვიდრე უარყოითი.
მადლობა ტრენერს რომ ეს რთული დავალება ისე გადმოგვცა რომ ჩემთვის გახდა პროექტის შექმნა  უფრო მარტივი.თავდაპირველად ვფიქრობდი რომ ურთულესი იყო ეხლა ვფიკრობ რომ ყველა პროექტს რომელსაც დავგეგმავ გავართმევ თავს.

დღე VII

ტრეინინგის მე-8 დღეც ჩემთვის საინტერესო იყო ,ტრეინინგი დაიწყო პროექტის გეგმის განხილვით,გაიმართა დისკუსია,მოვისმინე განსხვავებული მოსაზრებები.ვისწავლე როგორ შევქმნა ტექნიკური რესურსები რომ მოსწავლე გახდეს თვითრეგულირებადი.ვისწავლე საქაღალდეს ჩაშენება.

Saturday, October 7, 2017

დღე VII

პროექტის მე-7 დღეს წარმოვადგინე ჩემი პრეზენტაცია,მოვისმინე  სხვების აზრი ჩემს პრეზენტაციის შესახებ,მოვისმინე სხვების პრეზენტაციაც.
 გავეცანი მე-6 მოდულს, გვეცანი რა სჭირდებათ მოსწავლეებს,რომ ისწავლონ,ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას,შევთავაზო შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები,შესაძლებლობა მიეცეს მოსწავლეს,ივარჯიშონ,გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცოს ის სხვადასხვა მიმართულებით,შევქმნა მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილები და საწავლო ისეთი წესები,რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.
 

Sunday, October 1, 2017

დღე vI

    ტრეინინგის  მეექვსა დგეს ვისწავლე თუ სად შეიძლება მოვნახო შეფასების რუბრიკები,რაც გამიადვილებს შემდეგში უფრო ადვილად და სწრაფად შევქმნა სხვადასხვა შეფასების რუბრიკები.გავეცანი და შევისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა ასევე ვიმუშავე ამ შეფასების რუბრიკაზე.
 მე ვფიქრობ რომ ეს ტრეინინგი  ჩემთვის ნამდვილად კარგია რადგანაც ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ მოვარგო სწორად მოსწავლეს შეფასების რუბრიკა.

Saturday, September 30, 2017

დღე V

 ტრეინინგის მეხუთე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს გეგმას შევიტანე რამოდენიმე შესწორება.გავეცანი 321 სტრატეგია თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტის მსვლელობის დროს. google drive ზე გავაკეთე რეფლექსიის უკუკავშირები.გავიგე თუ რამდენად მნიშვნელოვანია online კავშირი რომელიც ძალიან ეფექტურია .
  ასევე გავიგა რომ  აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა ,გავიგე რომ პრეზენტაციის შექმნის დროს უნდ მიუთითო მისამართი.
   მოვირგე მოსწავლის როლი პრეზენტაციის შექმნის დროს.

Tuesday, September 12, 2017

დღე-IV

ტრეინინგის მეოთხე დღე ასევე საინტერესო და შრომატევადი იყო ჩემთვის.ვიმუშავე პროექტის გეგმაზე ,ჩავწერე მიზნები და შედეგები სტანდარტზე მორგებული.
     შესვენების შემდეგ  ვიმსჯელეტ ტუ რა შეპასების მეთოდები ვიცოდით ამის შემდეგ ტრენერმა მოგვაწოდა და გაგვაცნო შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
ჩემი პროექტის გეგმაში შევქმენი შეფასების დროის ჩარჩო  და ასევე ვიმუშავე შეფასების მოკლე მონახაზზე.მადლობა ტრენერს...

Monday, September 11, 2017

დღე- III

ტრეინინგის მესამე დღე ჩემთვის შრომატევადი იყო,დასაწყისში მოუსმინე შესრულებულ დავალებებს , ტრენერმა  ისევ ამიხსნა და უფრო გასაგები გახდა ჩემთვის.
     სახელმძღვანელოდან გადმოვქაჩე პროექტის გეგმა, გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს,შევქმენი კითხვები,გავიაზრე ამ კითხვების მნიშვნელობა,ავტვირთე გეგმა drive-ზე.